Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში გაიმართა მრავლეროვნული სწავლება ქართველი სამხედროების მონაწილეობით


შავ ზღვაში დასრულდა „სი ბრიზის“ ( Sea Breeze ) სახელით ცნობილი მრავალეროვნული მანევრები, რომელშიც ამერიკელი, ბრიტანელი, პოლონელი და ბერძენი სამხედროების მხარდამხარ ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ქვედანაყოფებიც მონაწილეობდნენ. სწავლებაში, რომლის მასპინძელი იყო უკრაინა, ჩამბული იყო 30 საბრძოლო გემი, ერთი წყალქვეშა ნავი და ათობით შვეულმფენი და თვითმფრინავი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მანევრებს უწოდა „ჰიბრიდული ომების სპონსორების, ორგანიზატორებისა და იდეოლოგების პასუხი.“ სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის აძლიერებს მის სამხედრო დაჯგუფებას ანექსირებული ყირმის ტერიტორიაზე და ასევე შავი და აზოვის ზღვების აკვატორიაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში Sea Breeze 2018-ს უწოდეს ცეცხლთან თამაში, რომელიც თითქოსდა დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს შავ ზღავში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG