Accessibility links

ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას შეხვდებიან


პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, გლდანის საგამოძიებო იზოლატორში დღეს შეხვდებიან მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მირზა სუბელიანი დააკავეს 9 ივნისს. თენგიზ კალანდია გამოძიებამ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, დეკემბრის დასაწყისში დააკავა. 23 ივლისს კომისიის წევრები საქმის პროკურორებს დაკითხავენ. როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, მომდევნო კვირიდან კომისია უკვე ჩვენებათა გაანალიზებას შეძლებს და რეკომენდაციებსაც გასცემს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG