Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დაკრძალავენ მინდელის შახტში დაღუპულ მეოთხე მეშახტეს


დღეს დაკრძალავენ ტყიბულში, 16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ მეოთხე მეშახტეს. სამი მეშახტე ტყიბულში 21 ივლისს დაკრძალეს. 16 ივლისს, გამთენიისას, მინდელის შახტში, ოთხი მეშახტე დაიღუპა და 6 დაშავდა. ამ შემთხვევამდე სამი თვით ადრე, 5 აპრილს, მინდელის შახტში 6 მეშახტე დაიღუპა. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოძების დასრულებამდე შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 2010 წლიდან დღემდე მინდელის შახტში 27 მაღაროელი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG