სტიქიაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ: „ამ წუთებში ისევ წვიმს. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს ტექნიკა, წყალი იმდენად ბევრია, რომ ვერ ესრება მისი ამოტუმბვა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰერეთისკარის მკვიდრმა მურმან დუმბაძემ. წვიმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წუხელ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.