Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე შეუძლოდ გახდა სამების საკათედრო ტაძარში


კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ პატრიარქის პირად ექიმ ცისანა შარტავაზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროისთვის ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. “პატრიარქი დილიდანვე შეუძლოდ იყო და ვთხოვეთ ექიმებმა, არ წაბრძანებულიყო [წირვაზე], მაგრამ წაბრძანდა. წნევის ცვალებადობა მოხდა, რადგან მანამდე ფასანაურში ბრძანდებოდა. ალბათ, ცოტა ვირუსული ინფექციაც იყო და ამის გამო მოხდა. ჩათვალეს, რომ სჯობდა წამობრძანებულიყო და ახლა საპატრიარქოშია. სიცოცხლისთვის საშიში და საგანგაშო არაფერია. არც ჰოსპიტალიზაციაა საჭირო. წნევა დაურეგულირდა, თუმცა მაინც ჩვენი დაკვირვების ქვეშ იქნება“, - ამბობს ცისანა შარტავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG