Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიცე-პრეზიდენტი დოსტუმი ავღანეთში აპირებს დაბრუნებას


ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ რაშიდ დოსტუმი, რომლიც მომხრეებზეც საქმეებია აღძრული ოპონენტებზე ძალმომრეობის მუხლით, 22 აპრილს, დღის ბოლოს, თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჰარონ ჩახანსურიმ დაადასტურა. ეთნიკური უზბეკი დოსტუმი ერთი წლის წინ წავიდა თურქეთში სამკურნალოდ. მანამდე ავღანეთის გენერალურმა პროკურატურამ მისი ცხრა თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილი არიან დოსტუმის პოლიტიკური მოწინააღმდეგის გატაცებასა და წამებაში. დოსტუმი გავლენიანი ეთნიკური უზბეკების შეიარაღებული გაერთიანების მეთაური და გავლენიანი პირია. ის ბრალდებებს უარყოფს. პროკურატურის თანახმად, დაპატიმრების ორდერი გაიცა იმის გამო, რომ დოსტუმის თანამშრომლები არ გამოცხადდნენ დაკითხვაზე. ისინი დოსტუმის პირადი მცველები არიან. ჯერჯერობით უცნობია, წარუდგენენ თუ არა ბრალს თავად დოსტუმსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG