Accessibility links

ირაკლი კობახიძე ტატუნაშვილის საქმეზე „რუსულ მიდგომას“ აკრიტიკებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსული მიდგომა არ იცვლება და საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთი პრაგმატულ პოლიტიკას არ ახორციელებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხს შეეხებოდა. არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავა ახალგორის რაიონში, მეორე დღეს კი განაცხადა, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა გულის უკმარისობის შედეგად. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. ქართველი ექსპერტების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG