Accessibility links

საგანგებო სიტუაციების სამსახური: კახეთში დასრულდა სამაშველო სამუშაოები


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ ოთხ სოფელში დასრულებულია სამაშველო სამუშაოები და ყველა სახლიდან ამოტუმბულია წყალი. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ ფეიქრიშვილმა. მისი თქმით, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში 22 ივლისს ექვსი შეტყობინება შევიდა: „ძირითადად საქმე ეხება საცხოვრებელი სახლების, სარდაფებისა და ეზოების დატბორვას. ყველა შესაბამის ობიექტზე უკვე დასრულებულია სამაშველო სამუშაოები. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო ყველა სამსახური. ყველა შესაბამისი უწყება რჩება ადგილზე, იმისათვის, რომ დასრულდეს სალიკვიდაციო სამუშაოები. გარდა ამისა, მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდის პროცესი“. უწყების ინფორმაციითვე, დღეს საღამოდან, ხვალ, მთელი დღის განმავლობაში, საქართველოს მთელი ტერიტორიაზე, სინოპტიკოსები ვარაუდობენ ძლიერ ნალექს, წვიმისა და სეტყვის სახით, შესაბამისად, ყველა სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

სტიქიამ კახეთის სოფლები დააზარალა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:39 0:00

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG