Accessibility links

ტრამპი ამბობს, რომ მის საარჩევნო კამპანიას უკანონოდ უთვალთვალებდნენ


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოჩნდება კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან მისი საარჩევნო კომპანიის უკანონო თვალთვალის შესახებ. ტრამპი ტვიტერით გამოეხმაურა 22 ივლისს, მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომლის თანახმად გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 2016 წელს სასამართლოს თხოვა ნებართვა, რათა მოესმინა დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწის, კარტერ პეიჯის საუბრებისათვის, რომელზეც არსებობდა ეჭვი რუსეთთან მისი კავშირების თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რომლებმაც პეიჯის მოსმენის უფლება მოითხოვეს, სასამართლო შეცდომაში შეიყვანეს. ტრამპის კრიტიკა კვლავ დაატყდა თავს კრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს გამოძიება ეფუძნება ფაქტებს, რომლებიც მოპოვებულია კანონის დარღვევით და ემსახურება მისი ოპონენტი დემოკრატების პოლიტიკურ მიზნებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG