Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააპატიმრეს საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო პიკეტის ორგანიზატორები


მოსკოვის პოლიციამ დააპატიმრა ორი პირი, რომლებმაც ერთკაციანი პიკეტები მოაწყვეს ქვეყანაში დაგეგმილი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. აქტივისტები დარია პოლიუდოვა და კირილ კოტოვი მოსკოვის ცენტრში, რევოლუციის მოედანზე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ხელთ ეყრათ ასევე პლაკატი დამატებული ღირებულების გადასახადის გაზრდის საწინააღმდეგო ლოზუნგით. აქტივისტების დაკავების ვიდეო ფეისბუკით გაავრცელა მათმა თანამოაზრემ ნიკოლაი იგროკოვმა. დარია პოლიუდოვამ ორი წელი დაყო კოლონიაში „კუბანის ფედერალიზაციის მხარდამჭერი მარშის“ ორგანიზებისათვის და პატიმრობიდან 2017 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა. კირილ კოტოვი, „მემარცხენე წინააღმდეგობის ფრონტის“ პენზელი აქტივისტია, რომელიც ივნისში 15 დღით დააპატიმრეს წითელი მოედნის შესასვლელთან გამართული ერთკაციანი პიკეტის მოწყობისათვის. იგი ხალხს მოუწოდებდა რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებისაკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG