Accessibility links

საქართველოს ხვალ ეწვევა ევროპარლამენტის მომხსენებელი


მამკინსი თბილისში 2014 წელს

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი. სტუმარი ხვალ, პარლამენტში, პირველ შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში გამართვას. იგი ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს. ლატვიელი პოლიტიკოსი ანდრეს მამკინსი წინა წლებში რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში. იგი მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედებას. სამუშაო ვიზიტის გეგმის თანახმად, ანდრეს მამიკინსს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომელიც კვირას წირვისას სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG