Accessibility links

მოსკოვიდან დაბრუნებულ უკრაინელ მოკრივეს სამშობლოში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს


უმრავი აღტაცებული ადამიანი შეეგება მოსკოვიდან დაბრუნებულ უკრაინელ მოკრივეს ალექსანდრ უსიკს. მან 20 ივლისს, 12 რაუნდიან ორთაბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი მურატ გასიევი და დაეუფლა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს პირველ მძიმე წონაში. როდესაც უსიკი ბორისპოლის აეროპორტის ჩამოსვლის დარბაზში გამოჩნდა, ხალხური ანსამბლი მღეროდა უკრაინულ სიმღერებს, ხოლო ხალხი სკანდირებდა „დიდება უკრაინას!“. მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა განაცხადა, რომ აპირებს თხოვნით მიმართოს ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ უსიკისათვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების თაობაზე. უსიკი ყირიმში დაიბადა, მაგრამ 2014 წელს დატოვა ნახევრაკუნძული რუსეთის მიერ უკრაინის ამ ტერიტორიის ანექსიის შემდეგ. უკრაინელი მოკრივისათვის პროფესიულ კარიერაში ეს იყო მე-15 გამარჯვება. პროფესიულ რინგზე უსიკმა, რომელსაც მარცხი ჯერ არ განუცდია, 11 ორთაბრძოლა ნოკაუტით მოიგო.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG