Accessibility links

რუს ტურისტს მეხი დაეცა


ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 23 ივლისს, გამთენიისას მყინვარწვერიდან კერძო ვერტმფრენით ჩამოიყვანეს რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე. 1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე ლაშქრობისას მეხი დაეცა. შემთხვევა 22 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტმა თავის და ზედა კიდურების დაზიანება მიიღო. მას პირველადი დახმარება ჯგუფის წევრებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. რუსი ტურისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG