Accessibility links

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს 74 წლის მეცნიერი


გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით რუსმა სამართალდამცველებმა 20 ივლისს დააპატიმრეს სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ თანამშრომელი, 74 წლის ვლადიმირ კუდრიავცევი, რომელსაც ბრალი ედება ნატოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოსათვის ინფორმაციის გადაცემა ზებგერითი მფრინავი აპარატების შესახებ. სააგენტო „როსკოსმოსში“ დაადასტურეს კუდრიავცევის დაპატიმრება. მანქანათმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ისტიტუტის თანამშრომლის მიმართ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. 20 ივლისს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ამ ორგანიზაცაში ჩაატარეს ჩხერკვა საქეზე, რომელიც აღძრულია რუსეთის ზებგერითი იარაღის შეხებ ინფორმაციის საზღვარგარეთ გაჟონვის ფაქტზე. ჩხრეკვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა რაკეტისა და კოსმოსის გაერთიანებული კორპორაციის დირექტორმა დმიტრი პაისონმა. ჯერჯერობით უცნობია კუდრიავცევის გარდა, ჰყავს თუ არა სხვა ეჭვმიტანილები გამოძიებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG