Accessibility links

დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც ფოთში სასიკვდილოდ დაჭრა სავარაუდო მძარცველი


პროკურატურის თანამშრომლებმა ფოთში დააკავეს პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სავარაუდო მძარცველს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, “23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე დაკავებისას, ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

საქართველოს შსს-ს ოფიციალური ინფორმაცით, პირმა, რომელიც სწრაფი გადახდის აპარატს ძარცვავდა, დაკავებისას პოლიციელს ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. შსს-ს ცნობითვე, პოლიციელმა თავდასხმის მოგერიების მიზნით, სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და დაჭრა დასაკავებელი პირი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG