Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი, რომელმაც რუსეთის ციხეში წამების კადრები მოიპოვა, მუქარის გამო ქვეყანიდან გაემგზავრა


რუსეთის უფლებადამცველ ფონდ „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ ცნობით, ქვეყანა დატოვა ადვოკატმა ირინა ბირიუკოვამ, რომლის დახმარებითაც ჟურნალისტებმა მოიპოვეს ციხეში წამების ამსახველი ვიდეომასალა. ინციდენტი იაროსლავლის კოლონიაშია გადაღებული. ვიდეო, რომლზეც, ცნობების თანახმად, ჩანს ევგენი მაკაროვის წამება, გასულ პარასკევს გამოაქვეყნა გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“. „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ ინფორმაციით, ადვოკატი ბირიუკოვა რუსეთიდან გაემგზავრა ვიდეოს გამოქვეყნების მომდევო დღეს, მის მიმართ მუქარის გამო. ორგანიზაცია მოითხოვს ადვოკატისათვის სახელმწიფო დაცვის გამოყოფას. იაროსლავის ოლქის საგამოძიებო ორგანოების განცხადებით, წამებასთან კავშირში ბრალდებით დააკავეს ექვსი ადამიანი. აცხადებენ აგრეთვე, რომ დადგენილია ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სასტიკად ცემა დაკავებული. მათ სახელებსა და თანამდებობებს საჯაროდ არ ამხელენ. ხოლო 22 ივნისს გავრცელდა ცნობა იაროსლავლის კოლონიის 17 თანამშრომლის მოხსნის შესახებ. ევგენი მაკაროვი ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, რომ აწამეს კიდევ ერთ პატიმართან, ივან ნეპომნიაშჩიხთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG