Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი სხვადასხვაგვარად აფასებენ სირიიდან გაყვანილი „თეთრი ჩაფხუტების“ როლს


აშშ და რუსეთი მიესალმებიან სირიიდან მოხალისეების გაერთიანება „თეთრი ჩაფხუტების“ ევაკუაციას ისრაელის მიერ, მაგრამ სხვადასხვაგვარდ აფასებენ საკუთრივ თეთრჩაფხუტიანების როლს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ „მიესალმება სირიის სამოქალაქო თავდაცვის 400-ზე მეტი წევრის ევაკუაციას“. „გვიხარია, რომ ეს გაბედული მოხალისეები, რომლებმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინეს, ახლა სამშვიდობოს არიან გასული“, ნათქვამია განცხადებაში. იქვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიის რეჟიმსა და რუსეთს მოუწოდებს, „შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, ბოლო მოუღონ ძალადობას და დაიცვან ყველა სირიელი სამოქალაქო პირი“. რუსეთის მხრიდან კი განცხადება გაავრცელდა ნიდერლანდში ამ ქვეყნის საელჩომ. ის მიესალმება სირიიდან „ავადსახსენებელი“ „თეთრი ჩაფხუტების“ გასვლას. „სირიაში უთუოდ ნაკლები შანსი იქნება ქიმიური იარაღით ახალი თავდასხმებისათვის, კოლექტიური დასავლეთის მიერ ავადსახსენებელი თეთრი ჩაფხუტების იძულებით ევაკუაციის შემდეგ“ - წერს რუსეთის დიპლომატიური მისია ტვიტერში. სირიის პრეზიდენტის რეჟიმი და მისი მოკავშირე რუსეთი თეთრჩაფხუტიანებს ადანაშაულებენ უცხოელი დონორების დავალებით მოქმედებაში მაშინ, როცა თავად მოხალისეები ირწმუნებიან, რომ ნეიტრალური პოზიცია აქვთ და მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG