Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში 10-მდე ექსტრემისტი დაიღუპა ავიაიერიშებისა და შეტაკებების შედეგად


იემენში, სავარაუდოდ, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული 10-მდე ექსტრემისტი დაიღუპა შეტაკებებისა და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად. ადგილობრივმა ლიდერებმა და უშიშროების სამსახურის წყაროებმა 22 ივლისს უთხრეს დასავლეთს საინფორმაციო სააგენტოებს, რომ თავდასხმები მოეწყო მარიბისა და შაბუის პროვინციებში. ვარაუდობენ, რომ ავიადარტყმები აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებმა მოაწყეს, თუმცა პენტაგონი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. ალ-ყაიდა იყენებს იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომს ამ ქვეყანაში თავისი პოზიციის გასაძლიერებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG