Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთების უშიშროების ძალებმა მოკლეს თავდამსხმელები ქალაქ ირბილში


ქურთების უშიშროების ძალებმა მოკლეს თავდამსხმელები, რომლებმაც ალყა შემოარტყეს მთავრობის შენობას ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ირბილში. ირაბილშია განთავსებული ქურთების რეგიონული მთავრობა. მისი წარმომადგენლების განცხადებით, ალყას ბოლო მოეღო. ერაყის მედია ავრცლებს ცნობას, რომ მოკლულია სამი თავდამსხმელი. შეიარაღებულ პირებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოჰყვა ირბილში ქურთების მთავრობის შენობაზე თავდასხმას. როგორც იუწყებიან, შენობაში თავი აიფეთქა, სულ ცოტა, ერთმა თავდამსხმელმა, ხოლო დანარჩენებმა მძევლები აიყვანეს. მძიმედ არის დაჭრილი ერთი მძევალი. თავდასხმაზე პასუხისგმებლობა ჯერ არავის აუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG