Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში მიიღებს მონაწილეობას რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ მინისტერიალში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მასპინძლობს. ფორუმს, რომელიც 24 ივლისს იხსნება, დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 ივლისს დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მიწვევით დაესწრება მაღალი დონის პლენარულ შეხვედრას, რომელიც მიეძღვნება რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს, რეაგირების ინოვაციურ მექანიზმებს და სამომავლო ძალისხმევის კოორდინაციას.

ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს. შეხვედრებისას განიხილება საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

XS
SM
MD
LG