Accessibility links

თეთრი სახლი რუსეთის შესახებ ტრამპის პოზიციის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს სათანადო ზომებით დაემუქრა


Sarah Huckabee Sanders - Washington, D.C., U.S/U.S. White House Press Secretary Sarah Huckabee Sanders holds the daily briefing at the White House, June 14, 2018. REUTERS/Leah Millis

აშშ-ის პრეზიდენეტმა, დონალდ ტრამპმა მუქარა გამოთქვა სახელმწიფო საიდუმლოსთან წვდომა ჩამოართვას წარსულში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მყოფ პირებს, რომლებიც მის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. 23 ივლისს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ სანქციები შეიძლება შეეხოს ექვს პირს, დაზვერვისა და სამართალდამცველი უწყებების ყოფილ ხელმძღვანელებს, სხვათა შორისმათ, ვინც ტრამპმა თანამდებობიდან დაითხოვა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის შესახებაშშ-ის გამოძიების ფედერულური ბიუროს გამოძიების გარშემო უთანხმოების გამო. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სარა სანდერსმა დასახელა ჯონ ბრენანი, ობამას ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, ასევე ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მრჩეველი სიუზენ რაისი და ეროვნული დაზვერვვის სამსახურის ხელმძღვანელი ჯეიმ კლეპერი. მათი მხრიდან, გამოაცხადა სარა სანდერსმა, „მოხდა საჯარო საქმიანობის და სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომის პოლიტიზება და ზოგიერთ შემთხვევაში, კომერციალიზება, რასაც მოჰყვა უსაფუძვლო ბრალდებები რუსეთთანარასათანადო ურთიერთობების ან რუსეთის გავლენის შესახებ“ .ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, ჯონ ბრენანი იყო ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთთან ტრამპის შეხვედრის კრიტიკოსთან შორის. დაზვერვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობებიდან განთავისუფლებულ ჯეიმ სკომის და ენდრიუ მაკკეიბს უკვე ჩამოართვეს საიდუმლოსთან წვდომის უფლება. თანამდებობის დატოვების შემდეგ სახელმწიფო საიდუმლოსთან წვდომის უფლების შენარჩუნექა მიღებული ფორმაა აშშ-ში, რადგან თანამდებობაზე მყოფნი რჩევებს იღებენ ყოფილი მოხლეებისგან და, ამას გარდა ყოფილებს შესაძლებლობა აქვთ ეფექტიანად იმსახურონ კერძო სექტორში. ტრამპის მომხრეები თვლიან, რომ ოფიციალური პირების მხრიდან, რომლებმაც დატოვეს სპეცსამსახურების ხელმძღვანელის თანამდებობა, ნეიტრალიტეტის დაცვა, ასევე მიღებული პრაქტიკაა აშშ-ში, რაც ახლა დაირღვა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG