Accessibility links

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტრომ გაასაჯაროვა ინფორმაცია რუსული ჰაკერული თავდასხმების შესახებ


რუსეთისთვის მომუშავე ჰაკერებმა გასულ წელს მსხვილი, ხანგრძლივი კამპანიის განმავლობაში ზიანი მიაყენეს „ასობით მსხვერპლს“, რამაც მათ საშუალება მისცა კონტროლი დაემყარებინათ აშშ-ის ელექტრონულ ობიექტებზე, სადაც შეეძლოთ სისტემის პარალიზება გამოეწვიათ, წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“. გამოცემა აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ჰაკერული კამპანია სავარაუდოდ გაგრძელდა წელსაც და მასში ჩართულია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი Dragonfly ან Energetic Bear. ჰაკერებმა შეაღწიეს ელექტრომომმარაგებელი კომპანიების საინტერნეტო ქსელებში. ინფორმაციის თანახმად, მათ ძალზე იოლად შეეძლოთ გაეთიშათ ელექტრომომარაგება. რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმის საფრთხეზე სამინისტრომ 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე გააფრთხილა ელექტრომომარაგების ოპერატორები. 23 ივლისს სამინისტრომ პირველად გაასაჯაროვა დეტალური ინფორმაცია თავდასხმების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG