Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

70-ს გადააჭარბა ათენთან ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


საბერძნეთში, სულ ცოტა, 74 ადამიანი დაიღუპა ათენთან ხანძრების შედეგად, რაც ბოლო 10 წელიწადში ხანძრის ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი 23 ივლისის საღამოს გაჩნდა ათენის აღმოსავლეთით მდებარე მატიში და მალე გაანადგურა ეს სოფელი, რის შემდეგაც საპორტო ქალაქ რაფინის მიმართულებით გავრცელდა. „საბერძნეთში ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა სატელევიზიო მიმართვაში, ქვეყანაში სამდღიანი გლოვის გამოცხადებისას. ციპრასმა შეწყვიტა ვიზიტი ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ხანძრების ჩაქრობაში დახმარება სთხოვა ევროკავშირს. ცნობების თანახმად, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი და განადგურდა 1000-ზე მეტი სახლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG