Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: „კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა მართვას“


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტილებებს მხოლოდ ორ მინისტრთან - დიმიტრი ქუმსიშვილთან და ზურაბ ალავიძესთან ათანხმებდა.

„კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას. პარლამენტი ფაქტობრივად ჩახსნილი იყო გადაწვეტიელბის მიღების მექანიზმიდან, მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები, რაშიც ცუდი არაფერია, მაგრამ მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება. ძირითადად ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ათანხმებდა გადაწყვეტიელებებს. ზოგიერთი გადაწვეტილება მოუმზადებლად შემოდიოდა მთავრობაში და ეს პრობლემა აისახებოდა გუნდზე. ამის გამო გუნდს დაეტყო, რომ იშლებოდა, ირღვეოდა სახელმწიფო ვერტიკალი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ასევე გაიხსენა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილთან გამართული კამათის დეტალები:

„ამ შეხვედრის დროსაც მძიმე კითხვები დავუსვი კვირიკაშვილს. შევახსენე, რომ იყო შემთხთევები, როცა ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და ამას კვირიკაშვილი აკეთებდა. საუბარი გაგრძელდა სამი საათი. რამდენჯერმე საცადა გამოსვლა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ მას აღარ ჰქონდა მართვის რესურსი, არ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში. ეს გახდა მისი გადაგომის მიზეზი და არა ის, რომ ერთმა კაცმა ივანივშილმა დაიჟინა“.

XS
SM
MD
LG