Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ გადაჭამეს საქართველო


„ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა“ - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ეკონომიკური ინიციატივების კომენტირებისას პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მას ბრალი დასდო „ჭარბვალიონაბის“ წინააღმდეგ არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებაში. მისი თქმით, ეს ორი ბანკი - „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკი“ „მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელურობის მხრივ“ და არანორმალურია, როდესაც ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის. „ეს არის სირცხვილი“ - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG