Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს ახალი პრემიერის ეიმედება


პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადების თანახმად, ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივების შედეგად, „მივიღებთ იმას, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპები უნდა დაჩქარდეს“.

„მართლაც ჰქონდა ინიციატივები დღევანდელ პრემიერს, ყოფილ ფინანსთა მინისტრს,როდესაც ის ფინანსთა მინისტრი იყო: ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა უფრო ეფექტური გახდა და ეს ინიციატივები მისგან მოდიოდა“, თქვა ივანიშვილმა 24 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ბიძინა ივანიშვილმა გადაცემის წამყვანს შეახსენა, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსებული სტარტაპები მამუკა ბახტაძის ინიციატივებია. „ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ უახლოეს წლებში სიტუაცია გარდავტეხოთ, ეკონომიკა როგორმე მივუახლოოთ დემოკრატიულ ღირებულებებს, რათა ქვეყნის სტაბილურობა ნაკლებად მოწყვლადი გავხადოთ. ასეთ შედეგებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილმა თქვა, რომ ქვეყნის „7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა იყო“, რაშიც მამუკა ბახტაძემ უფრო მეტი როლი ითამაშა, ვიდრე ორ წელიწად-ნახევარში მისმა წინამორბედმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომოკის ექს-მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ერთად.

ახალი მთავრობა, რომელშიც რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდა, პარლამენტმა მიმდინარე წელს დაამტკიცა. მანამდე, საზოგადოებისთვის მოულოდნელად, კვირიკაშვილმა კამერების წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტს ტოვებს.

XS
SM
MD
LG