Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: "ეკონომიკა მამუკა ბახტაძის ფაქტორმა გაზარდა და არა კვირიკაშვილმა"


7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა იყო, რაშიც მამუკა ბახტაძემ უფრო მეტი როლი ითამაშა, ვიდრე ორ წელიწადნახევარში კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთად, ვინც ეკონომიკას მართავდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „თუ გავიხსენებთ, ეს იყო დღგ-ს სწრაფი დაბრუნება. ფული სწრაფად დაბრუნდა ეკონომიკაში. რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს პროცესი ნელ-ნელა დაწყებული იყო, რომ დღგ-ს გადამხდელებს რაც შეიძლება, სწრაფად დაუბრუნდეს, მაგრამ ასეთი სწრაფი დაბრუნება, რაც ბოლო 5-6 თვის განმავლობაში გაკეთდა, შეიძლება, რამდენიმე წელიწადში არ მომხდარა. 7,5%-ზე გავლენა მოახდინა, მათ რიცხვში, ეკონომიკაში დღგ-ს სწრაფმა დაბრუნებამ და დამატებითი ფულის გაჩენამ. რა თქმა უნდა, აქ კვირიკაშვილის როლიც არის, მაგრამ არა განსაკუთრებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფი ზრდა სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია, რაშიც გიორგი კვირიკაშვილის განსაკუთრებული როლი არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შესვლაა, რამაც თავისი ეფექტი იქონია, მაგრამ ამაში კვირიკაშვილის განსაკუთრებული როლი არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG