Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი


„მე ვემხრობი იმ აზრს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ჩვენი გუნდიდან არ დავასახელოთ“ - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. მისი აზრით, თუ არ იქნება „ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი“, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ არავის უნდა დაუჭიროს მხარი და „ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“. ამ პოზიციის ახსნისას ბიძინა ივანიშვილმა ახსენა, რომ დღეს „გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. ამ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობაც.„ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში“ - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა - „ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობაო“. გუნდის წევრების დამოკიდებულებაზე ლაპარაკისას ბიძინა ივანიშვილმა ახსენა, „თავიდან ამ მოსაზრებაში არავინ ამიბა მხარი, შემდეგ კი ჩემი მხარდამჭერების გუნდი გაიზარდაო“. „ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG