Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: „წასვლას აღარ ვიჩქარებ!“


„წასვლას აღარ ვიჩქარებ პარტიის თავმჯდომარეობიდან, რამდენსაც შევძლებ - 62 წლისა ვარ, პატარა ბიჭიც აღარ ვარ - სანამ ენერგია მექნება და, რაც მთავარია, სანამ საზოგადოებიდან ვიგრძნობ, რომ ჯერ კიდევ საჭირო ვარ, მანამდე ვიქნები“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში სტუმრობისას. ივანიშვილის თქმით, სანამ მოწყვლადია საქართველოს მდგრადობა, ქართული სახელმწიფო და სანამ შეუსაბამობაა ეკონომიკასა და დემოკრატიის ხარისხს შორის, მისი წასვლა არ იქნება გამართლებული. „ხალხი რომელიც არის ღარიბი, რომელსაც არ აქვს სამუშაო, ადვილად მანიპულირებადია. ეს ფონი არის ძალიან საფრთხილო, ამიტომ სანამ ჩვენი ქვეყანა მოწყვლადია, თუ შევძელი და საზოგადოებაშიც მოთხოვნილება იქნება, მე აღარ ვისურვებდი პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას, თუმცა სხვა როლის და მთავრობაში მონაწილეობის არავითარი სურვილი არ მაქვს და, რაც მთავარია, ამის საჭიროებაც არაა. ახალგაზრდა გუნდი მოვიდა, რომელიც ჩემზე კარგად ართმევს თავს - ენერგიითაც და ცოდნითაც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG