Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: მოსახლეობამ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების გატარების სანაცვლოდ


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მოსახლეობამ 12 მილიონი ლარი მიიღო ნაკვეთებზე ხეების გატარების კომპენსაციად. „რასაც ვაკეთებ, მთლიანად საზოგადოებასა და საქართველოში რჩება, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „სულ 120 ხეზეა საუბარი და რაც დამრჩა კიდევ შემოსატანი, რამდენიმე, 140-ზე შეიძლება ავიდეს”, თქვა ივანიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ხეების გადატანისას რკინიგზის მუშაობა არ შეფერხებულა. “ ერთი პატარა მინუსი, რაც შეიძლება დასახელდეს, არის ის, რომ გარკვეულ დროს, რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა, დასძინა მმართველი პარტიის ლიდერმა. მან ბოდიში მოუხადა მძღოლებს „ამ უხერხულობისთვის“ „ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა, არ გაკაფულა, არაფერი გადაშენებულა, მით უმეტეს, ეკოლოგიას არაფერი შეხებია“, ანიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, „რკინიგზასაც ძალიან დიდი ფული აქვს იმაში მიღებული, რომ ჩახსნას და გადაკეტოს, რათა ამ მანქანამ გარკვეულ დროს გადაიაროს, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, არც ერთი წუთით, რომ მატარებლის მოძრაობა შეფერხებულიყო, რასაც ძალიან ხშირად ცრუობს „რუსთავი 2“. „პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება.დასძინა ივანიშვილმა და იქვე განაცხადა, რომ „5 მილიონზე მეტი“ გზების მშენებლობაში დახარჯა.

XS
SM
MD
LG