Accessibility links

აზერბაიჯანს მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს დაკავებულთა წამებას


HRW logo

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ აზერბაიჯანს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს დაკავებულთა წამებას, რაშიც პოლიციელებსა და სხვა სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობას მართებს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის გატარება და წამების შესახებ „ყველა ბრალდების სწრაფად და ეფექტიანად გამოძიება“, ნათქვამია 25 ივლისის განცხადებაში. მანამდე, 18 ივლისს ევროსაბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც „სისტემურს და გავრცელებულს“ უწოდებს დაკავებულთა პოლიციაში წამებას. წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის კომიტეტმა ექვსჯერ ჩაატარა შემოწმება აზერბაიჯანში (2004-2017 წლებში). მის ანგარიშში საუბარია აგრეთვე კორუფციასა და განუკითხაობაზე მათრლმსაჯულების მთელ სისტემაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG