Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის ლიდერები არ აპირებენ პუტინის მიწვევას


აშშ-ის კონგრესის ლიდერები საუბრობენ ცნობებზე რუსეთის ჩარევის შესახებ აშშ-ის არჩევნებში და ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კონგრესში დაპატიჟებას იმ შემთხვევაში, თუ ის დათანხმდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევას და შემოდგომაზე ვაშინგტონს ესტუმრება სამიტისთვის. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა და სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა 24 ივლისს უარყვეს პუტინისადმი რაიმე მეგობრული ჟესტის გაკეთების პერსპექტივა და თქვეს, რომ არ ეთანხმებიან ტრამპის მხრიდან პუტინთან კავშირის ამგვარ გაღრმავებას, 16 ივლისს ჰელსინკიში გამართული მათი ერთობლივი სამიტის შემდეგ. რაიანის და მაკკონელის თქმით, ისინი პუტინს არ მიიწვევენ კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვის წარმოსათქმელად, როგორც ეს ხდება ხოლმე უცხოეთის ლიდერების ვიზიტის შემთხვევაში - რადგან, რაიანის თქმით, ეს მხოლოდ მოკავშირეებს ეხება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG