Accessibility links

ირანის პრეზიდენტს საჭიროდ არ მიაჩნია რეაგირება აშშ-ის „ცარიელ მუქარაზე“


ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის საჭიროდ არ მიაჩნია რეაგირება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ცარიელ მუქარაზე“. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ 25 ივლისის ცნობით, როჰანიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საჭირო არ არის განცხადებებით რეაგირება „უაზრო კომენტარებზე“ - ჩვენ მათ მოქმედებით უნდა ვუპასუხოთო, თქვა ირანის პრეზიდენტმა. 22 ივლისს ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ირანს აფრთხილებს, ნუღარასოდეს დაემუქრება შეერთებულ შტატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი „მოიმკის შედეგებს, რომლის მსგავსითაც ისტორიაში აქამდე ბევრს არ უტანჯიაო“, წერს ტრამპი. მაგრამ ორი დღის შემდეგ მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, დადოს „რეალური შეთანხმება“ ირანის ბირთვული პროგრამის შესაკავებლად. წელს მაისში ტრამპმა გადაწყვიტა გასვლა თეირანსა და ექვს ქვეყანას შორის დადებული შეთანხმებიდან, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ტრამპი „კატასტროფას“ უწოდებს ამ შეთანხმებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG