Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BRICS-ის სამიტზე იმსჯელებენ კრიზისზე გლობალურ სავაჭრო ურთიერთობებში


სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში გაიხსნა BRICS-ის ქვეყნების რიგით მეათე სამიტი, სადაც, გავრცელებული ცნობებით, ისაუბრებენ გლობალურ სავაჭრო კავშირებში შექმნილ სირთულეებზე. BRICS-ის ჯგუფი მოიცავს ზრდის პროცესში მყოფი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს, სამხრეთ აფრიკას, ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთსა და ჩინეთს. სამხრეთ აფრიკის ვაჭრობის მინისტრის, რობ დევისის სიტყვებით, ვაჭრობის საერთაშორისო სისტემაში ახლა "ძლიერი რყევების" პერიოდი დგას და ამის მაგალითია შეშფოთება აშშ-ის მიერ შემოღებული ტარიფების და სხვა ქვეყნების საპასუხო ზომების თაობაზე. დევისის თქმით, ეს არის "კრიზისული მომენტი ვაჭრობის გლობალური, მრავალმხრივი სისტემისთვის". სამიტის ოფიციალურ პროგრამაში ასევე შესულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა მშვიდობის დაცვა, ახალი ტექნოლოგიები და კვლევები იმუნიზაციის სფეროში. სამიტზე მიწვეულნი არიან თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები. BRICS-ი მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG