Accessibility links

პაკისტანში არჩევნები ძალადობის ფონზე გაიმართა


პაკისტანში დასრულდა საყოველთაო არჩევნები, რომლის დროსაც ჩრდილოდასავლეთის ქალაქ ყუეტაში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ შეტევას ათობით ადამიანი შეეწირა. პაკისტანის 70-წლიან ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა სამოქალაქო მთავრობა სრულ ვადას ამთავრებს და არჩევნები იმართება. 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დროის დაახლოებით ნახევარი ხელისუფლებაში იყო არმია, მან სამჯერ მოაწყო გადატრიალება. 25 ივლისის არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოპოზიციის ლიდერის, იმრან ხანის პარტია თეჰრიკ-ე-ინსაფი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ნავაზ შარიფის მუსლიმური ლიგა-ნავაზის პარტია. ათობით ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანის ქალაქ ყუეტაში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ თავდასხმას მალევე მას შემდეგ, რაც საყოველთაო არჩევნებზე უბნები გაიხსნა. იუწყებიან, რომ თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 31 ადამიანი, დაიჭრა 35. დაჭრილთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა და შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ". ქალაქი ყუეთა ბალოჩისტანის პროვინციის დედაქალაქია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG