Accessibility links

მოსკოვის სასამართლომ "პუსი რაიოტი" დააჯარიმა მსოფლიო ჩემპიონატზე აქციის გამო


მოსკოვის სასამართლომ დააჯარიმა ჯგუფ "პუსი რაიოტის" ოთხი წევრი, იმის გამო, რომ მათ პოლიციის უნიფორმა ეცვათ, როცა 15 ივლისს სტადიონზე მოწყობილი აქციით მცირე ხნით შეწყვიტეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი საფრანგეთსა და ხორვატიას შორის. ხამოვნიკის რაიონულმა სასამართლომ 25 ივლისს განაცხადა, რომ ვერონიკა ნიკულშინამ, ოლგა პახტუსოვამ, ოლგა კურაჩიოვამ და პიოტრ ვერზილოვმა 1500 რუბლი (25 ამერიკული დოლარი) უნდა გადაიხადონ, პოლიციის უნიფორმის უკანონოდ ჩაცმის გამო. მოკლე საპროტესტო აქცია ამ ოთხეულმა ჩაატარა, ფინალური მარჩის მეორე ტაიმის დასაწყისში, მოსკოვის ლუჟნიკის სტადიონზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადილირ პუტინის და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების თვალწინ. "პუსი რაიოტმა" შემდეგ სოციალური მედიით იკისრა აქციაზე პასუხისმგებლობა და გამოაქვეყნა ექვსი პოლიტიკური მოთხოვნა - მათ შორის რუსეთში ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, მშვიდობიან აქციებზე დაპატიმრებების შეწყვეტა, და ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის დაშვება. 16 ივლისს ოთხეულს 15 დღით მიუსაჯეს პატიმრობა "მაყურებლის ქცევის წესების უხეშად დარღვევის" გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG