Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასობით პირი დაესწრო "სრებრენიცის დედების" ხელმძღვანელის დაკრძალვას


აღმოსავლეთ ბოსნიაში ასობით პირი დაესწრო ჰატიძა მეჰმედოვიჩის, ქალთა ორგანიზაცია "სრებრენიცის დედების" ლიდერის დაკრძალვის ცერემონიას. ეს ჯგუფი იბრძვის 1995 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთათვის სამართლიანობის მისაღწევად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში ყველაზე მასობრივი მკვლელობა იყო. მეჰმედოვიჩი 25 ივლისს დაკრძალეს სრებრენიცის სიახლოვეს. მეჰმედოვიჩის ქმარი, ორი ვაჟი და ძმა იმ 8000-მდე მუსლიმ მამაკაცსა და ბიჭს შორის იყვნენ, რომლებიც ბოსნიელი სერბების ძალებმა დახოცეს. გენერალ რატკო მლადიჩის ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა 1995 წლის ივლისში დაიკავეს გაეროს მიერ დაცული მუსლიმთა ანკლავი სრებრენიცა, კაცები და ქალები ერთმანეთს დააშორეს და მამაკაცები რამდენიმე დღის განმავლობაში დახოცეს. ყოფილი იუგოსლავიის ომის დანაშაულთა გაეროს ტრიბუნალმა შარშან მლადიჩი დამნაშავედ სცნო გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, სრებრენიცის ჩათვლით და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ორგანიზაციას "სრებრენიცის დედები" დიდი აღიარება აქვს, იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია ხოცვა-ჟლეტაში დამნაშავეთა დასასჯელად.


XS
SM
MD
LG