Accessibility links

საგამოძიებო სამსახური სვანეთში სპეცრაზმის შეყვანას თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით ხსნის


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებლების, გაყალბებული დოკუმენტებით ხის მასალის რეალიზატორების და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ხორციელდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება და რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა.

„ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, რის გამოც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება“ - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG