Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აპირებს პუტინთან შეხვედრას 2019 წელს, „კუდიანებზე ნადირობის დამთავრების შემდეგ“


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი თეთრ სახლში მიიღოს 2019 წელს - მას შემდეგ, რაც დასრულდება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გამოძიება 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევის დასადგენად. ამ შინაარსის განცხადება 25 ივლისს გააკეთა ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა. მისი თქმით, შეხვედრა გაიმართება „კუდიანებზე ნადირობის“ დასრულების შემდეგ. ტრამპს „კუდიანებზე ნადირობად“ აქვს მოხსენიებული აშშ-ში მიმდინარე გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნებში მის, ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის სავარაუდო ჩარევის დასადგენად. ამ თვეში აშშ-ის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკეს ჰელსინკიში პუტინთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებებისათვის: ტრამპმა დამაჯერებლად მიიჩნია არა აშშ-ის დაზვერვის დასკვნები, არამედ პუტინის მტკიცება, რომ მოსკოვი არ ჩარეულა აშშ-ის არჩევნებში.

XS
SM
MD
LG