Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარიერები C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე


ბარიერები C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:21:59 0:00

26 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: კოტე რუხაძე, "ჰეპა+"-ისა და "ახალი ვექტორის" სოციალური აქტივისტი და ინა ინარიძე, "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" წარმომადგენელი. 28 ივლისს აღინიშნება "ჰეპატიტის მსოფლიო დღე", რომელიც ყოველ წელს გამოიყენება პრობლემის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. "დილის საუბრების" სტუმრები ლაპარაკობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობისას არსებულ ბარიერებზე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საბოლოო მიზნის მიღწევას. კერძოდ, 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებულია 150 ათასი ადამიანი. ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე უფასო მკურნალობაში ჩაერთო მათი მესამედი. დაახლოებით 100 ათასს შორის არიან ისინი, ვინც არ იციან ინფიცირების შესახებ და ისინიც, ვინც იციან, მაგრამ კონკრეტული ბარიერების გამო ვერ ერთვებიან პროგრამაში. კოტე რუხაძე და ინა ინარიძე სწორედ ამ ბარიერებზე ლაპარაკობენ და გამოთქვამენ შიშს, რომ, თუკი პროგრამამ არ მოიცვა ინფიცირებული მოსახლეობა, ელიმინაციის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG