Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოჰანესბურგში იმართება ბრიკს-ის საიუბილეო, მე-10 სამიტი


იოჰანესბურგში იმართება ქვეყნების ბრიკს-ად წოდებული ჯგუფის საიუბილეო, მე-10 სამიტი. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერების ეს შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება. სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ბრიკს-ის ქვეყნები ერთად უპირისპირდებიან მსოფლიოსა და სტაბილურობისათვის ყველაზე უფრო მძიმე გამოწვევებსა და საფრთხეებს“. ამ საფრთხეებს შორის პუტინმა დაასახელა ტერორიზმი, ექსტრემიზმი, საერთაშორისო დამნაშავეობა. მანვე სამიტზე შეკრებილებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის განაცხადს 2025 წელს მსოფლიო გამოფენა „ექსპო“-ს ეკატერინბურგში ჩატარების შესახებ. ბრიკს-ის ქვეყნებზე მოდის მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი და მსოფლიო ეკონომიკის მოცულობის მეოთხედი.

XS
SM
MD
LG