Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმრების გაშიშვლება უკანონოდ ცნო


ქალთა საპატიმრო რუსთავში, 2015 წელი
ქალთა საპატიმრო რუსთავში, 2015 წელი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო - 2018 წლის 26 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს #200 ბრძანების ის ნორმა, რაც ითვალისწინებდა პატიმრის გაშიშვლებას უკანონო საგნის აღმოსაჩენად.

საია ამტკიცებდა, რომ პატიმრის სხეულში დამალული უკანონო საგნის (დანა, ნარკოტიკული საშუალება და ა.შ) აღმოჩენა გაშიშვლების გარეშე, სკანერითაც იყო შესაძლებელი.

საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პატიმრის გაშიშვლება, მაშინ, როდესაც უკანონო საგნის აღმოჩენა სკანერითაც შეიძლება, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულად ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ცნო. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2015 წლის 25 აგვისტოს, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ჯერ კიდევ ძალაში იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG