Accessibility links

პაკიტანის საპარლამენტო არჩევნებში იმრან ხანმა თავისი პარტია გამოაცხადა გამარჯვებულად


პაკიტანელმა პოლიტიკოსმა, კრიკეტის ყოფილმა მოთამაშემ, იმრან ხანმა თავისი პარტია, თეჰრიკ ე-ინსაფი გამოაცხადა 25 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად. იმრან ხანის მეტოქეების აზრით, კენჭისყრამ დარღვევებით ჩაიარა და არ ეთანხმებიან შედეგებს. სატელევიზიო გამოსვლისას ხანმა განაცხადა, რომ „ღვთის წყალობით გავიმარჯვეთ და წარმატებას მივაღწიეთ“. საარჩევნო ბიულეტენების თითქმის ნახევრის დათვლის შემდეგ, ლიდერობდა თეჰრიკ-ე ინსაფი. საარჩევნო კომისიის თანახმად, 272 ადგილიდან 113 ამ პარტიას ეკუთვნოდა. მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრემიერის უმცროსი ძმის, შაჰბაზ შარიფის პარტია 64 ადგილს დაეპატრონება ამ მონაცემებით. მესამე ადგილზეა პაკისტანის სახალხო პარტია, რომელსაც თავმჯდომარეობს 29 წლის ბილავალ ბჰუტო ზარდარი, ყოფილი პრემიერის, 2007 წელს მოკლული ბენაზარ ბჰუტოს ვაჟიშვილი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG