Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ყუდსის ძალების მეთაური: ირანი მზად არის დაუპირისპირდეს აშშ-ს


ირანის რევოლუციური გვარდიის მაღალი რანგის მეთაურმა განაცხადა, რომ მისი რაზმები მზად არიან დაუპირისპირდნენ აშშ-ის ძალებს თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტირამპი განახორციელებს მუქარას, რომ თეირანი „მოიმკის შედეგებს“, თუ გააგრძელებს აშშ-ის მიმართ მუქარას. „ბატონო ტრამპ, როგორ ბედავთ ჩვენს მიმართ მუქარას“? გავრცელდა ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტური საგარეო-საოპერაციო სამსახურის, ყუდსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიტყვები. „ჩვენ ისე ახლოს ვათ თქვენთან, ვერც კი წარმოიდგენთ, მოდით, თქვენ დაიწყებთ ომს და ჩვენ დავასრულებთ, განაცხადა სულეიმანიმ ქალაქ ჰამედანში. მისი სიტყვები მოჰყვა დონალდ ტრამპის მიერ 22 ივლისს ტვიტერით გავრცელებულ პოსტს, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ირანს აფრთხილებდა: ნუღარასოდეს დაემუქრება შეერთებულ შტატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი „მოიმკის შედეგებს, რომლის მსგავსითაც ისტორიაში აქამდე ბევრს არ უტანჯიაო“, წერდა ტრამპი. ორი დღის შემდეგ მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, დადოს „რეალური შეთანხმება“ ირანის ბირთვული პროგრამის შესაკავებლად. ტრამპის პასუხი მოჰყვა ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის გააფრთხილებას აშშ-ის ლიდერის მიმართ, რომ „ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ირანთან მშვიდობა ყველა მშვიდობის დედაა, ხოლო ირანთან ომი დედაა ყველა ომისა“. სოლეიმანიმ ტრამპს უწოდა „მოთამაშე“ და თქვა, რომმისი ლექსიკა „ღამის კლუბის“ ლექსიკაა. „ჩვენ მზად ვართ წინ აღგიდგეთ“, დასძენს სულეიმანი, რომელიც აშშ-ის შავ სიაშია შეყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG