Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის ყოფილი მერი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს


სასამართლო პროცესი აბაზოვის მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობდა
სასამართლო პროცესი აბაზოვის მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობდა

რუსთავის საოლქო სასამართლომ 26 ივლისს გამართულ სხდომაზე, გამოძიების მიმდინარეობის გაცნობისა და მხარეთა შუამდგომლობის განხილვის შემდეგ, წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა მარნეულის ყოფილ მერს თეიმურაზ აბაზოვს. სასამართლო პროცესზე, რომელიც აბაზოვის მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობდა, აბაზოვის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად გირაო - 40 ათასი ლარი - შესთავაზეს.

„დროს წელავენ. მე არა ვარ კრიმინალი, რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში”, თქვა პროცესზე თეიმურაზ აბაზოვმა, რომელმაც დასძინა, პროვოკაცია მომიწყვესო: „ზემოდან დარეკეს, ქვეყნის პირველ პირებს ვგულისხმობ, რომლებიც შემდეგ წავიდნენ“.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე გამოძიების გაგრძელება და ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. მათი განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ აბაზოვის თავისუფლება ხელს შეუშლის გამოძიებას.

მარნეულის ყოფილი მერი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება მოქალაქე ელჩინ ალახვერდოვის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. აბაზოვს 14 ივნისს სასამართლომ აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა 6 აგვისტოს არის ჩანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG