Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინელი მინისტრი: აუსშვიცის ხსენებისას შეურაცხყოფის მიყენება არ მსურდა


რუმინეთის მთავრობის მაღალი რანგის წევრმა 26 ივლისსს გაანაცხადა, რომ მას არ სურდა ებრალების შეურაცხყოფა, როცა ღორების გრიპით დაავადებული ღორების დაწვა შეადარა ოსვენციმის ნაცისტურ საკონცერტრაციო ბანაკს. 26 ივლისის განცხადებაში სოფლის მეურნეობის მინისტრი, პეტრე დეა წერს, რომ მას ებრაული თემის ყველა წევრის პატივისცემა აქვს და, რომ მისი შენიშვნა მხოლოდ იმ მეღორე ფერმერებისთვის შექმნილი რთული ვითარების გამოხატვას ემსახურებოდა, რომლებსაც უწევთ თავიანთი დაავადებული ღორების დაწვა. რუმინეთში, დუნაის დელტის რეგიონში, ღორის გრიპის 400 შემთხვევა აღინიშნა. დეამ ტელევვიზიით განაცხადა, რომ ათასობით ღორის დაწვა ისეთივე რთული შესასრულებელია, როგორც ოსვენციმში. რუმინეთის ოპოზიციურმა პარტიებმა მინისტრის გადადგომა მოითხვეს. ისრაელის საელჩომ რუმინეთში „სინანული და იმედგაცრუება“ გამოხატა. ჰოლოკოსტის დროს ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი არასოდეს უნდა იქნეს დავიწყებული, გამარტივებული და დაკნინებული, წერია საელჩოს განცხადებაში. რუმინეთის ანტიდისკრიმინაციული სამსახურის თქმით, მან დეა გამოიძახა და განმარტება მოთხოვა მისი ნათქვამის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG