Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი თურქეთს სანქციებით დაემუქრა დაკავებული ამერიკელი მღვდლის გამო


პასტორი ენდრიუ ბრანსონი იზმირში
პასტორი ენდრიუ ბრანსონი იზმირში

აშშ--ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არი „ფართო სანქციები“ დაუწესოს თურქეთს, თუ მისი ხელისუფლება არ გაათავისულებს შინა პატიმრობიდან ამერიკელ მღვდელს. „აშშ ფართო სანქციებს დაუწესებს თურქეთს იმის გამო, რომ დიდი ხანია დაკავებული ჰყავთ პასტორი ენდრიუ ბრანსონი, დიდი ქრისტიანი, ოჯახის მამა და შესანიშნავი ადამიანი“, წერს ტრამპი ტვიტერში. რწმენის ეს უდანაშაულო ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, დასძენს ტრამპი. ტრამპის განცხადება მოჰყვა ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ანალოგიურ მუქარას ანკარისადმი. ბრანსონი, რომელიც ანკარაში მუშაობდა 20 წელიწადზე მეტ ხანს, 2016 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდებით. ის დამნაშავედ სცნეს ანკარაში იმ დაჯგუფებისთვის დახმარების გაწევაში, რომელიც სავარაუდოდ, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის უკან იდგა. ბრანსონი 25 ივლისს ციხიდან გაუშვეს და შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცახდა, რომ შინა პატიმრობაში გადაყვანა არაა საკმარისი, რომ სასულიერო პირი უნდა გაათავისუფლონ და ქვეყნის დატოვების საშუალება მისცენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG