Accessibility links

ხაიშის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს


ხაიშში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა, რომელიც დილიდან ჰქონდათ გადაეტილი, გახსნეს. აქტივისტ ზურა ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც მათ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.
ნიჟარაძის თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა მათი მოთხოვნა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის გასვლის შესახებ დააკამყოფილეს, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. "ერთ-ერთ მოთხოვნა, რაც იყო მაკონტროლებელი ორგანოების გასვლის შესახებ, დაკმაყოფილდა. აგრეთვე გვითხრეს, რომ ათ დღეში აქ ჩამოვლენ მინისტრები და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და ჩვენს წინადადებებს მოისმენენ. არც ჩვენ გვინდა ხეების ჭრა, ამიტომ უნდა მოვძებნოთ სხვა გზები. ამას ვითხოვთ უკვე დიდი ხანია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურა ნიჟარაძემ. მისივე თქმით, გზის გახსნის მიუხედავად მოსახლეობა არ იშლება. ადგილზე რჩებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ხაიშში 26 ივლისს მოეწყო გამოსვლა, რომლისს მონაწილეებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების იქ შესვლის მიმართ გამოთქვამდნენ პროტესტს. 26 ივლისსს ფინანსთა სამინისტროში ბრიფინგზე ითქვა, რომ „საგამოძიებო სამსახურები მთელი ქვეყნების მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა გამოვლინების, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა მხილების მიზნით“. სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი ელგანდაშვილის განმარტებით, ხაიშში სპეცრაზმის შეყვანა საჭირო გახდა, რადგან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოება დაცულიყო და მათ საქმიანობის სრულყოფილად შესრულების შესაძლებლობა მისცემოდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG