Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენეს 2008 წლის გამოსვლების ჩახშობის გამო


სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიქაელ ჰარუტიუნიანი
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიქაელ ჰარუტიუნიანი

სომეხმა სამართალდაცავებმა 26 ივლისს გადადგეს ნაბიჯი ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ, რასაც შეიძლება მოჰყვეს მისი დაპატიმრება მას მერე, რაც საქმე აღიძრა 2008 წელს ერევანში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლის სისხლში ჩახშობის გამო, რის თაობაზე ბრძანებაც ქოჩარიანმა გასცა. საგანგებო საქმეთა საგამოძიებო უწყებამ ბრალად წაუყენა მას „სომხეთის საკონსტიტუციო წესრიგის დამხობა სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმების შედეგად“ თავისი მართველობის ბოლო კვირაში. საგამოძიებო უწყებამ მიმართა ერევნის სასამართლოს შუამდგომლობით ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდონ. განსაკუთრებული ზომა მოჰყვა ქოჩარიანის პირველ დაკითხვას ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეთა წინააღმდეგ მომაკვდინებელი ძალის გამოყენების თაობაზე. სისხლიანი მოვლენებიდან ათი წლის შემდეგ ათი პირის დახოცვის გარემოებები ჯერ კიდევ დაუდგენელია. საგანგებო საქმეთა საგამოძიებო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, სასუნ ხაჩატრიანმა, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შედეგად დაინიშნა თანამდებობაზე, ივნისში განაცხადა, რომ მის უწყებას აქვს პოლიტიკურ ნება, გახსნას „პირველი მარტის“ საქმე. ივლისის დასაწყისში დაპატიმრების ორდერი გაიცა გადამდგარი გენერლის, მიქაელ ჰარუტიუნიანის წინააღმეგ. ის 2008 წლის მოვლენების დროს სომხეთის თავდაცვის მინისტრი იყო. ჰარუტიუნიანს ბრალად ედება დემონსტრანტების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების უკანონო გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG