Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიდეოს გავრცელების ფონზე რუსეთში დაიწყეს ციხეებში წამების გამოძიება


რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ციხეების მცველების და ადგილობრივი პოლიციელების მოქმედებების შესწავლა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს ციხის მცველთა მიერ პატიმრის წამებას ქალაქ იაროსლავლში, მოსკოვიდან ჩრდილოდასავლეთით. დაპატიმრებების და სასამართლოების შემთხვევები, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება იაროსლავლის ვიდეოს, როგორც ჩანს წარმოადგენს ნაწილს ფედერალური ხელისუფლების კამპანიისა, რომლითაც ისინი საზოგადოების აღშფოთების დაშოშმინებას ცდილობენ. 27 ივლისს ინგუშენთში შვიდ პოლიციელს მიუსაჯეს პატიმრობა, ყველაზე ნაკლები სამი და ყველაზე მეტი ათი წლის ვადით, 13 ეჭვმიტანილის წამების გამო. პარალელურად, ციმბირში სასამართლომ ერთ პოლიციელს შვიდი წლით, მეორეს კი ექვსი წლით მიუსჯა პატიმრობა, დაკითხვის დროს ხელებშეკრული პატიმრის ელექტროშოკით წამებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG